დაფინანსებული
Rakuten Viber-ის ფუნქციები, რომლებიც დაგეხმარებათ გამოხატოთ მადლიერება თქვენი მასწავლებლისადმი და მიულოცოთ 27 ოქტომბერი
თბილისი, 2024 წლის ოქტომბერიRakuten Viber, პირადი და უსაფრთხო შეტყობინებების და ხმოვანი კომუნიკაციების საერთაშორისო ლიდერი, მასწავლებლის დღის აღსანიშნავად, კიდევ ერთხელ გვახსენებს მესენჯერის იმ ფუნქციებს, რომლებიც დაგეხმარებათ მიულოცოთ ეს დღე საყვარელ მასწავლებლებს და გამოხატოთ მადლიერება ციფრულ სივრცეში, თუკი ამას პირადად ვერ ახერხებთ.

Rakuten Viber საქართველო არხზე მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 92%-ს სკოლაში ჰყავდა საყვარელი მასწავლებელი. ამავდროულად, გამოკითხულთა მესამედზე მეტი, სკოლის დასრულების შემდეგაც აგრძელებს საყვარელი მასწავლებლის მოკითხვას. გამოკითხულთა 11%, გულწრფელად აღიარებს, რომ სკოლის ასაკში, მასწავლებლებში ყველაზე მეტად აფასებდნენ, ხოლო 10%-თვის, მასწავლებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასების კრიტერიუმი არის ინტერესი და ყურადღება თითოეული მოსწავლის მიმართ, 58%-ისთვის კი ყველა ეს თვისება ერთად აღებული იყო მნიშვნელოვანი.

Rakuten Viber გაძლებთ საშუალებას, მასწავლებლებსა თუ კლასის დამრიგებლებს, მიულოცოთ დღესასწაული ტექსტური, აუდიო თუ ვიდეო შეტყობინებებითა და კომუნიკაციის ხმოვანი თუ ვიდეო შესაძლებლობებით, რომლებიც ხელმისაწვდომია როგორც პირად, ასევე ჯგუფურ ჩატებში. შესაბამისად, მომხმარებლებს შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ საყვარელი მასწავლებლისთვის მილოცვის რომელი ფორმატი ურჩევნიათ: მადლიერებით სავსე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა, პერსონალური ვიდეოს ჩაწერა, თუ ჯგუფურ ჩატში თანაკლასელების შეკრება და სიურპრიზის გაკეთება. შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ზარებზე, დროის ლიმიტი არ ვრცელდება.

ემოციების უფრო ნათლად გამოხატვისა და ამ დღისთვის დასამახსოვრებელი მილოცვების მოსამზადებლად, მესენჯერი ასევე გთავაზობთ თემატურ სტიკერებს, GIF სურათებს, AR ნიღბებს და გაძლიერებულ რეალობის ფილტრებს. Rakuten Viber-ის სტიკერების მაღაზიაში თქვენ იპოვით ასობით სტიკერის ნაკრებს, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც იდეალურია მასწავლებლის დღის მისალოცად. სტიკერების მაღაზიის საძიებო ფუნქციით ან პირდაპირ ჩატში ჩაშენებული ძიების ველის მეშვეობით, შეგიძლიათ აირჩიოთ ის კონკრეტული სტიკერი, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს თქვენს ემოციებს. ამავდროულად, ჩატებში GIF-ების ძიების ფუნქცია საშუალებას გაძლევთ აღმოაჩინოთ საუკეთესო თემატურ ანიმაციები. AR ფილტრები და ნიღბები კი, საშუალებას მოგცემთ გადაიღოთ ფოტოები და ვიდეო გაფართოებული რეალობის ეფექტით, მათი გაგზავნა პირდაპირ Rakuten Viber-ის ჩატშია შესაძლებელი, თანაც, შეგიძლიათ სამახსოვროდ მობილურ მოწყობილობებშიც ჩამოტვირთოთ.

ყველაზე კრეატიულებს კი, Rakuten Viber სთავაზობს შესაძლებლობას შექმნას საკუთარი ექსკლუზიური სტიკერების ნაკრები Sticker Editor-ის, იგივე სტიკერების რედაქტორის გამოყენებით. თქვენ შეგიძლიათ ატვირთოთ სკოლის ფოტოები ან თემატური სურათები, დაამატოთ განსაკუთრებული ტექსტები თუ ფრაზები სკოლის ცხოვრებიდან და გაამრავალფეროვნოთ ისინი მხიარული emoji-ებით.

Rakuten Viber-ის თემატური ჩატბოტი, „მისალოცი ბარათები“, ასევე დაგეხმარებათ მიულოცოთ ეს დღე მასწავლებლებს. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საკუთარი უნიკალური ბარათი და დაამატოთ პერსონალიზებული ტექსტი, ან აირჩიოთ მისალოცი ბარათის მზა ვერსია და გაუგზავნოთ ის თქვენს კონტაქტებს პირდაპირ მესენჯერში.

Rakuten Viber-ის შესახებ

Rakuten Viber ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ხშირად ჩამოტვირთული აპია მსოფლიოში. ჩვენ ვქმნით მნიშვნელოვან კავშირებს და ვაერთიანებთ ადამიანებს უსაფრთხოდ, რათა მათ შეძლონ დატკბნენ ძვირფასი მომენტებით ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, მართონ საქმიანი ურთიერთობები ან მიჰყვნენ თავიანთ ინტერესებს - ჩვენ, ამ ყველაფერს ერთ სივრცეში გთავაზობთ! როგორც სუპერ აპლიკაცია, ჩვენი მომხმარებლებისთვის ვქმნით ისეთ სერვისებს, რომლებიც მოიცავს მათი ყოველდღიურ საჭიროებებს, თითქმის ყველა ასპექტში და ვუადვილებთ მათ ცხოვრებას.

Rakuten Viber არის Rakuten Group, Inc.-ის ნაწილი, გლობალური ტექნოლოგიების ლიდერი ელექტრონული კომერციის, ფინტექის, ციფრული კონტენტის და საკომუნიკაციო სერვისების სფეროში.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება, რომელიც წაღვერისა და ჯავახიშვილის ქუჩებს ერთმანეთს დააკავშირებს.
თბილისი, 2024 წლის ოქტომბერიRakuten Viber, პირადი და უსაფრთხო შეტყობინებების და ხმოვანი კომუნიკაციების საერთაშორისო ლიდერი, მასწავლებლის დღის აღსანიშნავად, კიდევ ერთხელ გვახსენებს მესენჯერის იმ ფუნქციებს,
აუტიზმის ქართულ-ამერიკული ცენტრი "ლოლიპოპი" ზუგდიდში უკვე რვა თვეა ფუნქციონირებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.