ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა - მეწარმე ქალთა გაძლიერებისთვის (ფოტო/ვიდეო)
12:02 / 15.11.2024
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით. ის ხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთში, ასევე, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში.
FFBS პროექტის მენეჯერი, ელისო ცხადაია ამბობს, რომ „ზუგდიდი მოლში“ 15-დან 28 ნოემბრის ჩათვლით, წარმოდგენილი იქნება პროექტის მონაწილე ქალების მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც როგორც ხარისხით, ასევე მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
„აქ წარმოდგენილია თაფლი მაღალმთიანი რეგიონებიდან, ზემო სვანეთიდან და ლეჩხუმიდან. გვაქვს თაფლი სასაჩუქრე შეფუთვაში,ასევე, სხვადასხვა სოუსი (მწარე და ტკბილი), ჩირები, ნიგოზი ზემო სვანეთიდან, ნიორი, სხვადასხვა სუნელი, ტრადიციული სვანური მდნარი ყველი „ნარჩვი“, ტრადიციული მეთოდებით დამზადებული სვანური მარილი.
აქ შეძლებთ შეიძინოთ სხვადასხვა სახის ტყის მცენარეული ჩაი და ასევე, ევროპულად დამზადებული ყველის სხვადასხვა სახეობა. გთხოვთ, გვეწვიოთ მოლში, შეარჩიოთ და იყიდოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი და ხელი შეუწყოთ ადგილობრივი მეწარმე ქალების გაძლიერებას“, - ამბობს ელისო ცხადაია.
სენაკელ მეწარმე ვენერა ლიპარტია ერთ-ერთია, რომელსაც მოლში გამოფენილი აქვს საკუთარი პროდუქცია, ქართული და ევროპული ყველის სხვადასხვა სახეობა.
„დღევანდელ გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილია ჩემს მიერ წარმოებული პროდუქტი „კაშხავალი“, „კაჩოტა“, ასევე, საგაზაფხულო, რომელიც იტალიურია, დამზადებულია, სამეგრელოში, სენაკში. გთხოვთ, მობრძანდეთ ზუგდიდი მოლში, შეიძინოთ ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია, რომ ხელი შეუწყოთ ადგილობრივ ფერმერებს“, - აღნიშნავს ის.
შეგახსენებთ, ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლის (FFBS) მოდელი შემუშავებულია ქეა საერთაშორისოს გზამკვლევის საფუძველზე და ხორციელდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
Rakuten Viber-მა, გლობალურმა უსაფრთხო შეტყობინებების პლატფორმამ და სუპერ აპლიკაციამ, კომუნიკაციის დაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ახალი გადაწყვეტილებები გამოუშვა. ამიერიდან, ბიზნესს შეუძლია სწრაფად
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები