ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ვიბლიანთან, მოადგილეებთან, საკრებულოს ფრაქცია,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ წევრებთან და ა(ა)იპ ,,სკოლამდელ -სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ ხელმძღვანელთან ერთად ადგილზე გაეცნო.
ამ ეტაპზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 6 ახალი ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც მერმა მამუკა წოწერიამ აღნიშნა,საბავშვო ბაღების უმეტესი ნაწილი უკვე დასრულების ეტაპზეა და მალე პატარებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო დაწესებულება ექნებათ.
ახალი საბავშვო ბაღები შენდება ზუგდიდში, ერგეტაში, ინგირში, ქვემო კახათში, ოდიშსა და ოქტომბერში. სრული რეაბილიტაცია უტარდება ცაცხვის, ნარაზენის N2, რიყისა და კახათის ,,რწმენა” საბავშვო ბაღებს.
აღნიშნულ პროექტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
მერმა ცენტრალურ ხელისუფლებას და მუნიციპალური განვითარების ფონდს, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტისთვის მადლობა გადაუხადა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები