დაფინანსებული
„ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ - პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა ზუგდიდში (ფოტო/ვიდეო)
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“ (AFAD) ოფისში შედგა, FFBS-ის პროექტის მენეჯერმა ელისო ცხადაიამ ბენეფიციარებს წარუდგინა პრეზენტაცია FFBS-ის მიღწევებისა და შედეგების შესახებ, რომელიც საშუალო და მცირე შემოსავლის მეწარმეებს ბიზნეს საქმიანობის განვითარებაში დაეხმარა.
„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ასევე, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში არასამთავრობო ორგანიზაცია “Care კავკასიაში“ ახორციელებდა საპილოტე პროექტს „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“. პროექტის ხანგრძლივობა იყო ორი წელი. ნოემბერში ეს პროექტი დამთავრდა და დღეს ჩვენ AFAD-ის ოფისში გვაქვს პროექტის დახურვა, საბოლოო შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც პრეზენტაციის სახით წარვადგინე ის მიღწევები და შედეგები, რომელიც ჰქონდა პროექტს. ჩვენ დავსახეთ სამომავლო გეგმებიც, მოვისმინეთ ჩვენი ბენეფიციარების მოსაზრებები, თუ რა მოეწონათ, რა იყო კარგი და ცუდი, რა ჯობდა სხვანაირად გაკეთებულიყო, იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება“, - თქვა - ელისო ცხადაიამ.

პროექტის სამართლებრივი ექსპერტი და ტრენერი ლელა კეშელავა ამბობს, რომ გარდა თეორიული და პრაქტიკული გამოცდილებისა, ბენეფიციარებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სამართლებრივი ურთიერთობების წარმოების შესახებ, რაც მათი ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენების ეფექტური მექანიზმი გახდა.

„დღევანდელი შეხვედრაზე შეჯამდა პროექტი„ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“. მქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო აღნიშნულ პროექტში. ვიყავი ჩართული როგორც ტრენერი, ვინაიდან ფერმერების მხრიდან იყო სხვადასხვა მესიჯი. როდესაც ისინი ეწევიან სამართლებრივ ურთიერთობას, კერძოდ, მარცვლეულის მოწოდებასთან და ა.შ, წარმოეშვათ საჭიროება, რომ ჰქონოდათ საჭირო ცოდნა და უნარები სამართლებრივ საკითხებზე. პროექტმა ფერმერებს მისცა საშუალება, რომ ჩვენი ტრენინგების მეშვეობით მიეღოთ ინფორმაცია, თუ რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს და როგორ შეიძლება ეს თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენონ. ერთობლიობაში, ეს იყო წარმატებული, საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი“, - ამბობს ის.

ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლის (FFBS) მოდელი შემუშავებულია ქეა საერთაშორისოს გზამკვლევის საფუძველზე და ხორციელდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდა, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ- გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.