ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ეუკარბონის უპირატესობა მისი შემადგენლობაა. იგი მთლიანად ბუნებრივ კომპონენტებზეა დამზადებული, როგორებიცაა: სენას ფოთოლი, რევანდის ფესვის ექსტრაქტი, ხის ნახშირის ფხვნილი და გოგირდი. სწორედ ამიტომ ნაკლები გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები აქვს.მოდით, გავიგოთ, კონკრეტულად რისთვისაა განკუთვნილი ეს პრეპარატი და როგორ უნდა გამოვიყენოთ.
რისთვის გამოიყენება ეუკარბონი?როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეუკარბონი
ყაბზობისა და მასთან დაკავშირებული სიმპტომების დროს მიიღება, როგორიცაა: ნაწლავის მოქმედების შენელება, ფერმენტაციის და ლპობის პროცესები ნაწლავში, მეტეორიზმი, მუცლის შებერილობა და სხვა;ეუკარბონი ასევე გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგადი დარღვევების, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა და დეტოქსიკაციის დროს.პრეპარატს ასევე უნიშნავენ პაციენტებს რენტგენისა და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის წინ ნაწლავების გასაწმენდად.
რას შეიცავს პრეპარატი?ეუკარბონი შეიცავს მხოლოდ მცენარეული და მინერალური წარმოშობის ნივთიერებებს: სენას ფოთოლს, რევანდის ფესვის ექსტრაქტს, ხის ნახშირის ფხვნილს და გოგირდს.ეუკარბონის შემარბილებელ და მეტეორიზმის საწინააღმდეგო მოქმედებას უზრუნველყოფს მცენარეული ნახშირის უნარი, შეიწოვოს სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერება, ხოლო სენას ფოთლებისა და რევანდის ექსტრაქტის უნარია, გამოდევნოს ისინი ორგანიზმიდან. გასუფთავებულ გოგირდს კი მსუბუქი საფაღარათო ეფექტი აქვს.
როგორ უნდა მიიღოთ ეუკარბონი?მიუხედავად იმისა, რომ ეუკარბონი ბუნებრივ ნივთიერებებზეა დამზადებული, იგი ყოველთვის ექიმის მითითებების შესაბამისად უნდა მიიღოთ.პრეპარატი ინიშნება 12 წლის ზემოთ ასაკში და მისი დოზირება ასეთია:
მსუბუქი საფაღარათო ეფექტისთვის და შებერილობის შესამცირებლად - 1-2 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ, კვების დროს ან კვების შემდეგ. უფრო ძლიერი საფაღარათო ეფექტისთვის - 3-4 ტაბლეტი, დღეში 3-ჯერ. მაქსიმალურმა დღიურმა დოზამ 8 ტაბლეტს არ უნდა გადააჭარბოს.
გვერდითი ეფექტები და უკუჩვენებები, რომელთა შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთსხვა მედიკამენტების მსგავსად, ეუკარბონიც იწვევს გარკვეულ გვერდით ეფექტებს, თუმცა საკმაოდ იშვიათად.შესაძლო გვერდითი ეფექტებია: მუცლის ტკივილი და დიარეა; გულისრევა, ღებინება; კუნთების სისუსტე და ყაბზობის გაუარესება; შარდის წითელი შეფერილობა.არ მიიღოთ პრეპარატი, თუ რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ალერგიული ხართ; თუ გაქვთ ნაწლავის ოკლუზია ან ანთება; კუჭის ან ნაწლავის წყლული; დაუდგენელი წარმოშობის მუცლის ტკივილი; წყლისა და მინერალური ბალანსის მძიმე ფორმა; აპენდიციტი.უკარბონის მიღება არ შეიძლება 12 წლამდე ასაკი ბავშვებში, ორსულებში და ლაქტაციის დროს.
მასალის გამოყენების პირობები