რეგიონი
2-3 თვეში ფსოუსა და როკის გვირაბთან შვეიცარიელები ჩადგებიან
საქართველო-რუსეთის საზღვრებზე ტვირთის ბრუნვის მონიტორინგს შვეიცარიელები მაქსიმუმ 2-3 თვეში დაიწყებენ და 4 წლის შემდეგ  მოხდება იმ ხელშეკრულების აღსრულება, რომელიც 2011 წელს რუსეთის მსო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ მოსკოვმა შესასრულებელ ვალდებულებად აიღო.

"პრაქტიკული სამუშაოები თითქმის დამთავრებულია. შეთანხმების იმპლემენტაციას უკვე ხანგრძლივი დრო აღარ დაჭირდება. სავარაუდოდ, 2-3 თვე", - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბრისას პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ზურაბ აბაშიძე. აბაშიძე-კარასინის შეხვედრა პრაღაში 26 თებერვალს შედგება და, რუსული პრესის ცნობით, განხილვის მთავარი თემა არა მხოლოდ 2011 წელს რუსეთის მსო-ში (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია) გაწევრიანების სანაცვლოდ დადებული საქართველო-რუსეთის ის შეთანხმება იქნება, რომლის მიხედვითაც შვეიცარიელებმა საქართველო-რუსეთს შორის სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგი უნდა განახორციელონ, არამედ აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის სარკინიგზო მომოსვლის აღდგენაც. "ამ ხელშეკრულების იმპლემენტაციის მიზნით, შერჩეულია შვეიცარიული კომპანია SGS, რომელმაც უნდა დააწესოს ტვირთების გადაზიდვაზე მონიტორინგი საქართველოსა და რუსეთს შორის", - აცხადებს აბაშიძე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.