რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მოწვევით, 10-12 მარტს რუსეთს სამუშაო ვიზიტით აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა ეწვევა. როგორც ცნობილია, 11 მარტს დაგეგმილ შეხვედრაზე მხარეები რუსეთ-აფხაზეთს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საკითხს განიხილავენ.
„გამომდინარე იქიდან, რომ თბილისი ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულების ხელის მოწერაზე ჯიუტად უარს აცხადებს, აფხაზეთის დაცვის მიზნით, რუსეთმა აფხაზეთი-საქართველოს ე.წ საზღვარზე ჯარები განათავსა“, - ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.
განცხადების მიხედვით, ორ ქვეყანას შორის გაფორმებული მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთი ვალდებულია აფხაზეთი საქართველოსგან დაიცვას.
მასალის გამოყენების პირობები