რეგიონი
სოხუმი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის საექსპერტო განყოფილების წარმომადგენელმა თემურ შანავამ, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე, კომენტარი გააკეთა. „სანამ თბილისი არ შეიცვლის აფხაზეთისადმი მიდგომას, საქართველოს ოფიციალური პირების მსგავს განცხადებებს პოზიტიური გამოხმაურებები არ ექნება“, - თქვა თ. შანავამ. „ვიდრე საქართველო თვალს დახუჭავს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შექმნილ რეალობაზე და განაგრძობს აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობის ფაქტის იგნორირებას, იზოლაციისკენ მიმართულ პოლიტიკას გააგრძელებს, მსგავს განცხადებებზე პოზიტიური რეაქციები ნაკლებად მოსალოდნელია“, - დასძინა მან. მისი თქმით, ამ ტიპის განცხადებები კონკრეტული საქმეებით უნდა გმაყარდეს. თუ ქართული მხარე "დარეგულირების მშვიდობიან გზებს ეძებს“, ლოგიკურია, რომ ასეთი განზრახვები აფხაზეთთან შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერით გამყარდეს.  შანავას აზრით, ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდმა აჩვენა, რომ მსგავსი განცხადებები ჯერჯერობით, „არანაირად არ შეესაბამება იმ კურსს, რომელსაც დღეს თბილისი ატარებს“.  გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ აუცილებელია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგის წარმოება.  მან აღნიშნა, რომ საქართველო ამისთვის მზადაა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.