არტურ გაგულია: „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი თავად საქართველოს აყენებს ზიანს
14:45 / 03.04.2015
ევროკავშირის საქართველოს მიმართ გაკეთებული ,„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონთან დაკავშირებული მოთხოვნები, უმნიშვნელო გავლენას ახდენენ საერთო პოლიტიკურ სურათზე, რადგან თვით ეს საკანონმდებლო აქტი არ შეესაბამება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ფაქტიურ სინამდვილეს, თვლის თვითაღიარებული აფხაზეთის საგარეოს საქმეთა სამინისტროს ევროპის, აშშ-ის და კანადის განყოფილების უფროსი არტურ გაგულია. საქართველოს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ გადაადგილების თავისუფლების ძირითად პრინციპებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება, აღნიშნა გაგულიამ. აფხაზმა დიპლომატმა “ სპუტნიკ აფხაზიასთან“ საუბრისას თქვა, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ, ევროკავშირმა უკვე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის ლიბერალიზაციისკენ. "როგორც ჩანს ევროპაში ესმით აღნიშნული კანონის იურიდიული უსაფუძვლობა, მისი ნეგატიური ზეგავლენა რეგიონში ჰუმანიტარულ სიტუაციაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი მოწოდებები მომავალში უფრო ხშირად გაჟღერდება", — განაცხადა არტურ გაგულიამ. მისი თქმით, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან ის თავად საქართველოს აყენებს ზიანს, რადგან აფერხებს საქართველო - რუსეთის დიალოგს, ასევე „ართულებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უამისოდაც მძიმე ურთიერთობებს“.ევროკავშირი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში, მისი შერბილების მიზნით, ცვლილებების შეტანას მოითხოვს. კანონის პირველადი დარღვევისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები 400 ლარით დაჯარიმდებიან და აღარ დაექვემდებარებიან სისხლის სამართლებრივ დევნას. კანონის მეორედ დარღვევის შემთხვევაში — სასჯელის ზომას სასამართლო განსაზღვრავს.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები