ჟენევის დისკუსიების მსვლელობისას ქართულმა მხარემ აფხაზურ დელეგაციას უნიკალური საარქივო მასალები გადასცა. ამის შესახებ თვითაღიარებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა.
"ჩვენთვის გადმოცემულ დისკზე არის აფხაზეთში გაკეთებული ვიდეომასალები, რომლებშიც იმდროინდელი ჩვენი ლიდერი ნესტორ ლაკობაა ასახული. გარდა ამისა, არსებობს საარქივო მასალები, რომლებიც კავკასიურ ომთან და უფრო გვიან პერიოდთან არის დაკავშირებული", — აღნიშნა ჩირიკბამ.
მისივე თქმით, უნიკალური ჩანაწერები ტელევიზიას და აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტს გადაეცემა.
"ეს დისკუსიების მნიშვნელოვანი შედეგია. არაპოლიტიზირებული მსჯელობის პროცესში შესაძლებელია რეალური, სასარგებლო საქმეები გაკეთდეს და ჩვენ ამას გავაგრძელებთ", — აღინშნა დე ფაქტო მინისტრმა.
ჟენევაში 17-18 მარტს საერთაშორისო დისკუსიების მორიგი 31-ე რაუნდი გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები