Peace Park-ი ვირტუალური სამყაროა, სადაც მოთამაშეებმა ერთად უნდა უზრუნველყონ "პარკის" ვიზიტორების მშვიდობა და ბედნიერება.
Peace Park - ასე ჰქვია ახალ კომპიუტერულ თამაშს, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტის შედეგად გახლეჩილ ახალგაზრდებს ერთმანეთთან დააკავშირებს.
UNDP-ის ინფორმაციით, ახალი ონლაინ-სივრცე არასამთავრობო ორგანიზაცია Elva Community Engagement-მა შექმნა.
"Peace Park-ი შეგვიძლია გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ბავშვებს და ახალგაზრდებს ვასწავლოთ კონფლიქტის გადაჭრის ძირითადი უნარები. ვფიქრობ, ჩვენ ეს წარმატებით შევძელით", - განაცხადა Elva Community Engagement-ის წარმომადგენელმა, მარკ ვან ემბდენ ანდრესმა.
Peace Park-ი ვირტუალური სამყაროა, სადაც მოთამაშეებმა ერთად უნდა უზრუნველყონ "პარკის" ვიზიტორების მშვიდობა და ბედნიერება. აღნიშნული კომპიუტერული თამაში გაერო-ს განვითარების ფონდისა და ევროკავშირის ერთობლივი ინიციატივების ფარგლებში შეიქმნა, რომელიც მიზნად აფხაზი, ოსი და ქართველი ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოებასა და ნდობის აღდგენას ისახავს.
ვიდეოთამაში უკვე გამოსცადეს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, გალში, სოხუმსა და ოჩამჩირეში მცხოვრებ ახალგაზრდებთან.
მასალის გამოყენების პირობები