ხელი მოეწერა თვითაღიარებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმებას. თვითაღიარებული აფხაზეთის პარლამენტმა მოახდინა კანონპროექტის რატიფიცირება,რომლის თანახმად, აფხაზეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს პენსია გაეზრდებათ.
რუსეთის იმ მოქალაქეების საპენსიო უზრუნველყოფას, რომელთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აფხაზეთია, რუსეთის ფედერაცია ეტაპობრივად, 2015 წლის 1 იანვრიდან ახორციელებს, ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა ე.წ. პარლამენტში დიმიტრი შამბამ განაცხადა.
მისი თქმით,აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების პენსია რუსეთის ფედერალური ოლქის მცხოვრებთა პენსიას გაუტოლდება, რაც 10 ათას 179 რუბლს შეადგენს.
შამბას სიტყვებით, აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეთა საერთო რაოდენობა, რომლებიც რუსეთის პენსიას იღებენ, 32 ათას 154 ადამიანს შეადგენს. აქამდე, მათი პენსია 6 ათას რუბლს შეადგენდა.
მასალის გამოყენების პირობები