რეგიონი
რაულ ხაჯიმბამ უდმურტიასთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი
თვითაღიარებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციის უდმურტეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სამცენიერო- ტექნიკურ და კულტურული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს იჟევსკში მოეწერა ხელი.
ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობდნენ დე ფაქტო აფხაზეთის ვიცე - პრემიერი დიმიტრი სერიკოვი და უდმურტეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი ალექსანდრე სოლოვიოვი, წერს „სპუტნიკ აფხაზია“.
თვითაღიარებული აფხაზეთის დელეგაცია რაულ ხაჯიმბას ხელმძღვანელობით, იჟევსკში (რუსეთის ფედერაცია, უდმურტეთის რესპუბლიკა) მიმდინარე წლის 6 მაისს ჩავიდა. რაულ ხაჯიმბამ შეხვედრები გამართა ალექსანდრე სოლოვიოვთან და უდმურტეთის სახელმწიფო საბჭოს დეპუტატებთან.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები