დღეს დილით გორის რაიონ სოფელ აძვის განაპირას დაკავებული ორი მოზარდი გაათავისუფლეს. ორივე მათგანი ერგნეთის საგუშაგოს ტერიტორიაზე სამართალდამცველებს ოსურმა მხარემ გადასცა.
როგორც გათავისუფლებულები ყვებიან, მოზარდები გუშინ დილით სოფელ აძვის ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. დაკითხვის შემდეგ კი უპირობოდ გააათავისუფლეს.
დილიდან ოსურ მხარესთან მოლაპარაკებებს შსს-ს ანალიტიკური სამსახური აწარმოებდა.
გათავისუფლებულები მცირე ხნით დაკითხვაზე შსს-ს პოლიციის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოში იმყოფებოდნენ, საიდანაც მოზარდები საკუთარ ოჯახებში მიიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები