რაულ ხაჯიმბამ გადაწყვიტა აფხაზეთში მიტოვებულ ბინებში ახალგაზრდა ოჯახები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები შეასახლოს.
დე ფაქტო აფხაზეთის პროკურატურის თანამშრომლებმა რაულ ხაჯიმბას თავისუფალი ბინების სია წარუდგინეს. ამის შესახებ ხაჯიმბამ „სამამულო ომის ინვალიდთა“ ორგანიზაციების შეხვედრაზე განაცხადა, წერს ინტერნეტგამოცემა „სპუტნიკ აფხაზია“.
"დღეისთვის თავისუფალი ბინების სია არა მარტო სოხუმში, არამედ, სხვა რაიონებშიც გამოვლინდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ბინებმა ადამიანებამდე მიაღწიონ. ესენი არიან ჩვენი ინვალიდები, ჩვენი ახლადშექმნილი ოჯახები და ყველა ის ადამიანი, რომელიც წლებია ბინის რიგს ელოდება", — თქვა ხაჯიმბამ.
რაულ ხაჯიმბას თქმით, ე.წ. პროკურატურის თანამშრომლებმა მხოლოდ სოხუმში 100-ზე მეტი თავისუფალი ბინა გამოავლინეს, თუმცა ის ფიქრობს, რომ მსგავსი სახლების რაოდენობა - გაცილებით მეტია, წერს გამოცემა.
მასალის გამოყენების პირობები