სირიაში საომარი მოქმედებების დროს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. 23 წლის თურფალ ბორჩაშვილის დაღუპვის შესახებ პანკისის ხეობაში ინფორმაცია 28 ივნისს გავრცელდა.
ადგილობრივების ცნობით, ბორჩაშვილი 6 თვის წინ თურქეთში სამუშაოდ წავიდა და მათთვის უცნობია, როგორ მოხვდა სირიაში.
თურფალ ბორჩაშვილი სოფელ ძივახევიდან იყო. ის უკვე საქართველოს მე-4 მოქალაქეა, რომელიც ე.წ "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს ბრძოლის დროს გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები