ბატალ კობახია დე ფაქტო აფხაზეთის კულტურისა და ისტორიულ - არქიტექტურული მემკვიდრეობის ე.წ. მინისტრის მოადგილედ, ხოლო ჯუმბერ ბებია - ფიზიკური კულტურისა და სპორტის საკითხებზე ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის წარმომადგენლად დაინიშნა, ამის შესახებ გადაწყვეტილება ე.წ. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მიიღეს, წერს „აბხაზია ინფორმი“.
დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. მთავრობის წევრებმა სამხრეთ ოსეთთან „უვიზო მიმოსვლის შესახებ“ პროექტის დადგენილება დაამტკიცეს. საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრის ოლეგ არშბას თქმით, შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ „აფხაზეთის მოქალაქეები სამხრეთ ოსეთში გამგზავრებას აფხაზური საზღვარგარეთის პასპორტებით შეძლებენ“.
მასალის გამოყენების პირობები