რეგიონი
სოხუმში ოპოზიციური ძალების ბლოკი შეიქმნა
დე ფაქტო აფხაზეთში ოპოზიციური ძალების ბლოკი შეიქმნა. მასში შევიდნენ პოლიტიკური პარტია „ამცახარა“, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევების ფონდი «აპრა», საზოგადოებრივი ორგანიზაციები „ქალები პოლიტიკაში“ და «აბზანხარა».
ფონდ «აპრას» წარმომადგენლის ასლან ბჟანიას თქნით, ბლოკი „რესპუბლიკაში“ გართულებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომკიური მდგომარეობის გამო შეიქმნა. „ეს აფხაზეთის ხელისუფლების არაკომპეტენტური პოლიტიკის შედეგია, რომელმაც მიგვიყვანა მძიმე მდგომარეობამდე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე აფხაზურ-რუსული ურთიერთობის გაუარესებამდე“,- ამბობს ბჟანია. მისი სიტყვებით გაერთიანება არსებული კრიზისის გადასალახავად შეიქმნა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები