თვითაღიარებული აფხაზეთის „სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა თურქეთსა და გერმანიაში“, ინარ გიცბამ და ხიბლა ამიჩბამ, მსოფლიოს აფხაზური დიასპორის აღწერის პროექტის რეალიზაციის საკითხებზე ისაუბრეს,- წერს „სპუტნიკ აბხაზია“. გიცბას თქმით, შეხვედრაზე უახლოეს გეგმებსა და ასევე, წარმომადგენლობების ერთობლივი პროექტების რეალიზაციაზე ისაუბრეს.
აღნიშნული შეხვედრა 23 ივლისს თურქეთის რესპუბლიკაში თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. წარმომდგენლობაში შედგა.
მასალის გამოყენების პირობები