სოხუმში სახალხო კრების დეპუტატებმა აფხაზეთში ნავთობის მოპოვებითი საქმიანობის ეკონომიკური ეფქტურობისა და და ეკოლოგიური უსაფრთხოების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ მიიღეს დადგენილება.
აღნიშნულ დადგენილებაში ე.წ. მინისტრთა კაბინეტს რეკომენდაცია მისცეს, კომისიის მუშაობის დასრულებამდე, შეაჩეროს ლიცენზია ნავთობის მოპოვებითი საქმიანობასა და გეოლოგიურ კვლევაზე. კომისიის წევრმა ბესლან გუბაზმა, აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფი შეუდგება აქამდე დადებული ხელშეკრულებების შესწავლას, კერძოდ, შეეცდება გაარკვიოს, თუ რამდენად "უსაფრთხოა ისინი საზოგადოებისთვის". ალმას ჯოპუამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ნავთობის მოპოვებითი სამუშაოები შეუთავსებელია ტურიზმის განვითარებასა და რეკრეაციასთან. ე.წ. პარლამენტარმა ასლან კობახიამ მხარი დაუჭირა კომისიის შექმნის იდეას.
29 ივლისს თვითაღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტმა , რაულ ხაჯიმბამ, ე.წ. მინისტრთა კაბინეტის გაფართოებულ სხდომაზე დეპუტატებს სპეციალური კომისიის შექმნა დაავალა.
მასალის გამოყენების პირობები