თვითაღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტის რაულ ხაჯიბმას განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც აფხაზეთში ნავთობმოპოვებითი საქმიანობის შემსწავლელ კომისიის შექმნას ეხება, რუსეთის ნავთობ-გაზის კომპანიამ (ННК), შეაჩერა პროექტის დაფინანსება, რომელიც,მოქმედი სალიცენზიო პირობების ფარგლებში, საბჭოთა პეიროდში აფხაზეთში გაჭრილი ჭაბურღილების ეკოლიგიური მონიტორინგის, ჭაბურღილების ფონდის შესწავლისა და კვლევით სამუშაოებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს აწარმოებდა. ასევე შეჩერებულია პროგრამისათვის აუცილებელი ტექნიკის მობილიზაცია და პერსონალის მიღება.
კომპანია იუწყება, რომ ლიცენზია, რომლის საფუძველზეც ტარდებოდა აღნიშნული სამუშაოები, გაცემულია 2008 წლის 21 ნოემბერს, დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების მიერ, ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად. ხოლო გეოლოგიური მოკვლევის პროგრამა შეთანხმებული იყო შესაბამის უწყებებთან, - წერს „აფხაზია ინფორმი“. რუსეთის ნავთობ-გაზის კომპანია იმედოვნებს, რომ შექმნილი კომისია ოპერატიულად ჩაატარებს მონიტორინგს და დადებს შესაბამის დასკვნას, რათა ზარალის მინიმიზაციის მიზნით, პროგრამის განხორციელება უახლოეს დროში გაგრძელდეს , იტყობინება კომპანიის პრეს სამსახური.
მასალის გამოყენების პირობები