რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე სომხეთში, ჩრდილო კავკასიასა და ყირიმში სამხედრო მანევრები დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას სამი ათასამდე საარტილერიო დანადგარი მიიღებს. წვრთნები მოულოდნელი განგაშით დაიწყო.
რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით, მანევრები ერთ თვეს გაგრძელდება. წვრთნების საბოლოო ეტაპი ზალპური ცეცხლის დანადგარებიდან - გრად ემიდან, ურაგანიდან და სმერჩიდან სროლებს ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები