რეგიონი
სოხუმში ტატარსტანის დელეგაციას ელიან
სექტემბრის ბოლოსთვის სოხუმში ტატარსტანის დელეგაციას ელიან. ამის შესახებ აფხაზეთის დეფაქტო ლიდერმა განაცხადა. რაულ ხაჯინბას თქმით, მხარეები აფხაზეთის დედაქალაქში ეკონომიკური ფორუმის ჩატარების საკითხს განიხილავენ, რაც მიზნად აფხაზეთში ინვესტიციების მიზიდვას ისახავს. „ტატარსტანს აფხაზეთში ეკონომიკური ინტერსები აქვს. პირველ რიგში ეს არის ზღვა, პორტები და საკურორტო სფერო. იმედი მაქვს, ერთობლივი პროექტების რეალიზება უახლოეს ხანებში დაიწყება,“-აღნიშნა ხაჯიმბამ.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები