სოხუმში თურქეთის პროვინცია ქოჯაელის დელეგაცია იმყოფებოდა, რომელსაც გუბერნატორი იბრაგიმ კარაოსმანოღლუ და ქალაქ იზმიტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ნავზათ დოღანი ხელმძღვანელობდნენ.
შეხვედრაზე დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი პოლიტიკურად არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მხარეებს „შეუძლიათ და მზად არიან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები განავითარონ".
აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეხვედრის მსვლელობისას საუბარი ქოჯაელის პროვინციასა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას შეეხო. იბრაგიმ კარაოსმანოღლუმ აღნიშნა, რომ ოჩამჩირის რაიონისა და ქოჯაელის პროვინციის ერთ-ერთ ქალაქის დამეგობრების შესახებ წინასწარი სიტყვიერი მოლაპარაკება გაიმართა.
კარაოსმანოღლუმ ოჩამჩირის რ-ნის ხელმძღვანელობა რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიიწვია, რომელიც თურქეთში 29 ოქტომბერს გაიმართება.
სტუმრემბა ხაჯიმბას აცნობეს, რომ ქოჯაელიში 30 ათასამდე ეთნიკური აფხაზი ცხოვრობს და იქ აქტიურად ფუნქციონირებს აფხაზური კულტურული ცენტრი.
მასალის გამოყენების პირობები