აფხაზები ვენესუელაში გამგზავრებას ვიზების გარეშე შეძლებენ. უვიზო მიმოსვლის შესახებ შესაბამისი შეთნხმება უკვე მზადების პროცესშია. მასზე დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა და სოხუმში ჩასულმა ვენესუელას „ელჩმა“ იმსჯელეს.
ხუან ვისენტე პარადეს ტორეალბას რაულ ხაჯიმბამ „ რწმუნებათა სიგელი“ გადასცა. ტორეალბა რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსში ვენესუელას ელჩია.
"ჩვენ გავაღრმავებთ აფხაზეთთან ურთიერთობებს ეკონომიკის, ტურიზმის, კუტლურისა და სხვა სფეროებში", - განაცხადა ტორეალბამ ხაჯიმბასთან საუბრისას.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამავე წლის სექტემბერში, მის მაგალითს მიბაძეს ნიკარაგუამ, ხოლო კიდევ წლის შემდეგ - ვენესუელამ.
მასალის გამოყენების პირობები