სოხუმის საგამოძიებო იზოლატორიდან 1 ოქტომბერს 04:00 საათზე ორი მსჯავრდებული გაიქცა. გამოცემა „აფხაზია - ინფორმი“ დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ პატიმრებმა ბ.ხასიამ და ბ. ხაზალიამ მათ მიერ საკანში გაკეთებული მიწისქვეშა ხვრელის საშუალებით მოახერხეს გაქცევა.
გამოცემა ამავე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მსჯავრდებულებს 2009 – 2011 წლებში, გალის რაიონში მომხდარ მოქალაქეთა გატაცებასა და ყაჩაღურ თავდასხმაში ედებათ ბრალი და ხანგრძლივი ვადით (19-11) თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. სამართალდამცველები გაქცეულ მსჯავრდებულებს ამ დრომდე ეძებენ.
მასალის გამოყენების პირობები