რეგიონი
გალის ე.წ. საბაჟოს სამმართველოს უფროსი მოკლეს
"რია ნოვოსტი" აფხაზეთის ე.წ გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება რომ, ბესლან მალანძიას გულ-მკერდის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს და მისი ცხედარი სოფელ ტამიშში სახლის სიახლოვეს, სასაფლაოს ტერიტორიაზე იპოვეს.
მომხდართან დაკავშირებით, ოჩამჩირის რაიონის ე.წ. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები