რეგიონი
გაგრის ბაზარში აფეთქება მოხდა
გაგრის ცენტრალურ ბაზარში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად მთლიანად დაიწვა ბაზრის ადმინისტრაციის კაბინეტი, იტყობინება დე ფაქტო რეპუბლიკის შსს. ამავე ინფორმაციით, ბაზრის ადმინისტრაციის კაბინეტში დაუდგენელმა პირებმა გაურკვეველი ნიმუშის ასაფთქებელი მოწყობილობა შეაგდეს. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავებულია ერთი ადამიანი. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები