რეგიონი
ჟენევაში საქართველოს დელეგაციამ სოხუმს საარქივო დოკუმენტაცია გადასცა
ჟენევაში, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თემაზე საერთაშორისო დისკუსიების 32-ე რაუნდის მსვლელობის დროს, ქართულმა მხარემ აფხაზეთს მორიგი ციფრული ფორმატის საარქივო დოკუმენტები გადასცა, წერს „სპუტნიკი” დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით. “მხარეთა შორის მიღწეულია შეთანხმება, რომ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს,”- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. დისკუსიების ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მონაწილეებმა განიხილეს საკითხები, როგორებიცაა ძალის არგამოყენება, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ჰუმანიტარული უფლებების უზრუნველყოფა, საერთაშორისო ურთიერთობებისთვის ბარიერის მოხსნა და ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები. გამოცემის ინფორმაციით, ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფს, , აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაბრუნების პროგრამის ფარგლებში,აფხაზურმა მხარემ საარქივო მასალებისა და ტექნიკური დოკუმენტების ნუსხა წარუდგინა.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
25 / ნოემბერი 2024
ბელორუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთში 300 - ნომრიანი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს და საკურორტო კომპლექსის აშენებას გეგმავს, სამკურნალო-სარეაბილიტაციო სპა-ცენტრით და ტალახის წყაროებით.
25 / ნოემბერი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 8 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
25 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აპროტესტებს. დღევანდელ აქციას სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ზუგდიდიდან უერთდებიან.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.