ეროვნული ენებისა და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განვითარებას მიეძღვნა მრგვალი მაგიდა, რომელიც 8-9 ოქტომბერს სოხუმში გაიმართა.
მას აფხაზური საზოგადოებრიობის, ყარაჩაევო-ჩერქეზეთის და აფხაზურ-აბაზური დიასპორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გახსნა: „როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს, ჩვენ უნდა გავაცოცხლოთ მშობლიური ენა... ჩვენს გარდა არავის ძალუძს მისი შენარჩუნება. აფხაზეთის კონსტიტუციაში გვიწერია, რომ აფხაზური ენა ჩვენი სახელმწიფო ენაა, მაგრამ თუ ჩვენ არ დავიწყებთ მშობლიურ ენაზე საუბარს და მუშაობას, არანაირი ღონისძიებები და არანაირი მრგვალი მაგიდები არ გვიშველის“, - განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები