თვითაღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი დანიშნა. ძალოვანი უწყების ახალი ხელმძღვანელი ლეონიდ ძაფშბა გახდა. ძაფშბა აღნიშნულ თანადებობას 2010-11 წლებში იკავებდა. 2011 წლის 20 ოქტომბერს მან თანამდებობა დატოვა. 2014 წლის ივლისში ძაფშბა, დე ფაქტო აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ერთ-ერთ კანდიდატად დარეგისტრირდა.
მეორე ბრძანებით, მინისტრის თანამდეობობიდან ყოფილი მინისტრი ბესლან ხაგბა გაათავისუფლეს. ამ უკანასკნელმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.ლეონიდ ძიაპშბა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მეორედ დაინიშნა. თავდაპირველად 2010 წლის 22 სექტემბერს, ხოლო 2011 წლის 20 ოქტომბერს მან დატოვა თანამდებობა. 2014 წლის ივლისში ლეონიდ ძაპშბა დე ფაქტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობდა.
მასალის გამოყენების პირობები