რეგიონი
ვისი მოთხოვნით მოხსნეს აფხაზი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირიდან
აფხაზი სპორტსმენები ერევანში გამართული თავისუფალ ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირიდან მოხსნეს.ამის შესახებ აფხაზური მედია იტყობინება. თავისუფალ ჭიდაობაში აფხაზური ნაკრების მთავარი მწვრთნელის იგორ ბერაიას განცხადებით, ისინი ტურნირზე სომხურმა კლუბმა „მალათიამ“ მიიწვია, რომელმაც გარანტია მისცა, რომ ტურნირში მონაწილეობის გამო აფხაზ სპორტსმენებს საქართველოს წარმომადგენლებთან პრობლემები არ შეექმნებოდათ. თუმცა, როგორც ბერაია ამბობს, მოგვიანებით, ქართული დელეგაციის მოთხოვნით, აფხაზი სპორსტმენები ტურნირიდან მოიხსნეს. „სპორტის პოლიტიზირება არ შეიძლება. მით უმეტეს, არ შეიძლება ბავშვებს სპორტული ასპარეზობის შესაძლებლობა წავართვათ“, - აცხადებს ბერაია. მისივე თქმით, ერევანში აფხაზეთისა და სომხეთის სპორტსმენებს შორის ამხანაგური ტურნირი მაინც გაიმართა. „სპორტი პოლიტიკის მიღმაა, მაგრამ ბოლო დროს საპირისპიროს ვხედავთ. ეს პირველი პრეცედენტი არაა ქართული მხრიდან. ასეა თუ ისე, ამ სირთულეებში“გამოვიწვრთნებით“. დარწმუნებული ვარ, შემდეგ წელს უპრობლემოდ მივიღებთ მონაწილეობას მაღალ დონეზე“,- აღნიშნავს აფხაზური ნაკრების მწრთვნელი. ტურნირში საქართველოს, ირანის, დაღესტნის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
დღის სიახლეები
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
10 / ივნისი 2025
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.