რეგიონი
აფხაზი სპორტსმენის ტურნირიდან მოხსნის საკითხს ჟენევის დისკუსიაზე გაიტანენ
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ერევანში გამართული საერთაშორისო ტურნირიდან აფხაზი სპორტსმენების მოხსნას გამოეხმაურა, - წერს აფხაზური მედია. აღნიშნულ განცხადებაში სამინსტროს წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამენ,მათი თქმით, მოძმე სომხეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით“. „სომხეთის ხელისუფლებისა და ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებას, რომელიც ქართველი „მიმინოების“ სურვილს დაჰყვა, ძნელია გამართლება მოუძებნო. ქართული მხარის მცდელობით, ნებისმიერი საშუალებებით ხელი შეუშალოს აფხაზი სპორტსმენების საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას, გრძელდება აფხაზი ხალხის იზოლაციის პოლიტიკა და პრაქტიკაში მტკიცდება ის , რომ ქართველი პოლიტიკოსების დემაგოგიური განცხადებები კონსტრუქციულ დიალოგსა და ღია ურთიერთობებზე ჩალის ფასადაც არ ღირს“,- ნათქვამია განცხადებაში. დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო უწყება გმობს აფხაზეთის გარე სამყაროსთან კონტაქტების დამყარებისთვის მიზანმიმართულად წინააღმდეგობის გაწევას და აცხადებს, რომ ერევანში მომხდარი ინციდენტი აუცილბელად იქნება იმ საკითხთა სიაში, რომელთა განხილვა დეკემბერში დაგეგმილ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დროს იგეგმება. თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირი სომხეთის დედაქალაქში 21-23 ოქტომბერს გაიმართა. მასში საქართველოს, ირანის, დაღესტნის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზი სპორტსმენები ტურნირიდან საქართველოს საელჩოს ძალისხმევით მოხსნეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.