სოჭის საბაჟოს ადლერის საერთაშორისო საავტომობილო გამშვებ პუნქტზე აფხაზეთიდან სასოფლო სამეურნეო პროდუქციის აქტიური გადაზიდვა დაიწყო.
ამ დროისთვის რუსეთში 415 ტონა ხილი გაიტანეს.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, მანდარინის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, ადლერის გამშვებ პუნქტზე დატვირთვა საგრძნობლად გაიზრდება.
ყოველწლიურად დე ფაქტო აფხაზეთიდან რუსეთის ბაზარზე სარეალიზაციოდ ტონობით ციტრუსი, ფეიხო და ხურმა გააქვთ.
მასალის გამოყენების პირობები