აფხაზური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით გალის ცენტრში მოხდა.
ბავშვი ადგილობრივმა მცხოვრებმა აღმოაჩინა. როგორც თვითმხილველი განმარატვს, ნაგვის ურნიდან ხმაური მოესმა, კნუტი ეგონა და მისი გადარჩენა გადაწყვიტა, თუმცა რომ მიუახლოვდა, ურნაში ჩვილი დახვდა.
ადგილობრივების განცხადებით, ჩვილი პარკში იყო გახვეული და დროულად რომ არ აღმოეჩინათ, დაიღუპებოდა.
ბავშვის დედის ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია.
მასალის გამოყენების პირობები