დღეს აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე 2ათასი სამხედრო მოსამსახურისათვის საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელიც რუსეთის სახალხო ერთიანობის დღეს ეძღვნება.
ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
სამხრეთის ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკონცერტო გამოსვლებსა და სპორტულ ასპარეზობებში სამხედროების ოჯახის წევრები და მიწვეული სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას.
სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე თანამედროვე შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის გამოფენაც მოეწყობა.
მასალის გამოყენების პირობები