სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის -
გუბერნატორის ადმინისტრაცია ლუკა დავიანტის დასახმარებლად გამართულ
საქველმოქმედო აქციას შეუერთდა. სამხარეო ადმინისტარციის ცნობით,
გუბერნატორ ლევან შონიას და ვიცე-გუბერნატორ კობა ქანთარიას
ჩართულობითა და შუამდგომლობით, სხვადასხვა კომპანიებმა ანგარიშზე 6
ათასი ლარი ჩარიცხეს. საქველმოქმედო აქცია-კონცერტი დავიანტის
მშობლიურ დაბა ჯვარის სტადიონზე გაიმართა. ლუკა დავიანტს, რომელიც
ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია, საქართველოში
ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, ამჟამად კი საზღვარგარეთ
სასწრაფო-გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება.
მასალის გამოყენების პირობები