„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ინფორმაციით,
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,
შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ და სამშენებლო
კომპანია „ას-ინშაათ-ნ“- ს შორის წყალმომარაგების სისტემის
მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. პროექტის ფარგლებში
სათავე ნაგებობა, სატუმბი სადგური, მაგისტრალური მილსადენი და
გამანაწილებელი ქსელები აშენდება, მოხდება მოსახლეობის ინდივიდუალური
გამრიცხველიანება. სამშენებლო სამუშაოებზე 150-მდე ადამიანი
დასაქმდება. ხელშეკრულების ღირებულება 40 მილიონ დოლარს შეადგენს.
პროექტის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი და საქართველოს
მთავრობა აფინანსებს.
მასალის გამოყენების პირობები