წუხელ გვიან ღამით, სოხუმის ცენტრში, ყოფილი მინისტრთა საბჭოს შენობასთან, გარდაცვლილი რომან ინაფხას და ენვერ აგრბას გვამები იპოვეს.
ამ დროისთავის მათი ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული, შემთხვევის ადგილზე კი, სადაც ასევე ნაპოვნია ერთ-ერთი გარდაცვლილის კუთვნილი BMW X5 მარკის ავტობილი, საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.
შემთხვევის ზუსტი დეტალები უცნობია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ორმაგი მკვლელობა მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები