ფოთის თეატრის თანამშრომელი ვასო ჭითანავა, რომელიც სამსახურებრივი
მოვალეობის დროს დაშავდა, ზუგდიდის საავამდყოფოში, რეანიმაციულ
განყოფილებაში რჩება. როგორც საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა
ნიკოლოზ ჭეჟიამ „ათინათს“ განუმარტა, ჭითანავას ხერხემლის ურთულესი
ოპერაცია ჩაუტარდა, რადგან შემთხვევის დროს სწორედ ხერხემალი
დაუზიანდა. მას ერთ-ერთი მალის მოტეხილობაც აღენიშნებოდა. მენეჯერის
ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმსაა,
თუმცა სტაბილური. ვასო ჭითანავა ფოთის თეატრში მაშინ დაშავდა, როცა
სასცენო დეკორაციები ლიფტით მაღალ სართულზე აჰქონდა,რა დროსაც ლიფტი
ჩაწყდა.
მასალის გამოყენების პირობები