სვანეთში სამი დღის განმავლობაში გადაუღებლად თოვდა. ამ დროისთვის
თოვლის საფარი 40 სმ.-ს აღწევს. მუნიციპალიტეტის გამგებელის კაპიტონ
ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ორი სოფელი - იელი და უშგული მესტიას
მოწყდა. ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები და სოფელ იელის გზის
საფარის გამწმენდა დღის ბოლომდე დასრულდება. მაღალმთიან რეგიონში ამ
დროისთვის არ თოვს. "რაც შეეხება უშგულს, აქ გზის გაწმენდა უამინდობის
გამო ხვალამდე ვერ მოხერხდება", - განუცხადა რადიო "ათინათს" კაპიტონ
ჟორჟოლიანმა. მისივე თქმით, მესტიას ელექტროენერგია უპრობლემოდ
მიეწოდება.
მასალის გამოყენების პირობები