საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „ზუგდიდს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს. ლევან
მიქაძე აქამდე კლუბის დუბლ - შემადგენლობის მთავარი მწვრთნელი იყო.
კლუბის დირექტორის გელა ინალიშვილის თქმით, კლუბში რჩებიან ყოფილი
მწვრთნელები ბესიკ შეროზია და ელგუჯა ქომეთიანი, რომლებიც თავიანთ
გამოცდილებას გუნდს მომავალშიც გაუზიარებენ. „მიუხედავად იმისა, რომ
სატურნირო მდგომარეობა არასახარბიელო გვაქვს, დიდი იმედი მაქვს, რომ
ერთად დგომით და მუშაობით ამ პრობლემას გადავლახავთ“, - თქვა გელა
ინალიშვილმა. გთავაზობთ ლევან მიქაძის ბიოგრაფიას, რომელსაც
საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი ავრცელებს: ლევან მიქაძე
დაიბადა 1973 წლის 13 სექტემბერს, სოხუმში. ეროვნული ჩემპიონატის
დაწყებიდან იგი ქალაქის გუნდის „ცხუმი“- ს რიგებში ასპარეზობდა.
1994-97 წლებში ზუგდიდის „ოდიში“- ს შემადგენლობაში თამაშობდა, ხოლო
მომდევნო სეზონში პოლონურ გუნდში ირიცხებოდა. 1998-99 წლებში მიქაძე
თბილისის „დინამო“- ში თამაშობდა. ასპარეზობდა ასევე თბილისის
„ლოკომოტივის“, კიევის „ცსკა“-სა და კიევის „არსენალის“,
შემადგენლობაში ხოლო ბოლოს - კალინინგრადის „ბალტიკაში“.
მასალის გამოყენების პირობები