რეჟისორი თემურ ჩხეიძე ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში კულტურის სფეროს
წარმომადგენლებს შეხვდა. რეჟისორმა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის
დრამატულ თეატრში მუშაობის წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ პირველი
სპექტაკლი დამოუკიდებლად სწორედ ამ თეატრში დადგა. ამასთან, რეჟისორმა
შეკრებილების კითხვებსაც უპასუხა. „ჩემი ცხოვრების ისეთი წლები და
პერიოდი მაკავშირებს თქვენს ქალაქთან, რომ ის არასოდეს წაიშლება
მეხსიერებიდან“, - თქვა თემურ ჩხეიძემ. გარდა ამისა, დღეს ზუგდიდის
შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში თემურ ჩხეიძის რეჟისორობით
დადგმული სპექტაკლის „ART- ხელოვნება“ ჩვენება გაიმართა. ღონისძიება
საინიციატივო ჯგუფ „ART-UNIVERSAL-ის" ორგანიზებული იყო. 50 წლის წინ,
1965 წელს თემურ ჩხეიძე ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრში
სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა.
მასალის გამოყენების პირობები