მერაბ ქვარაია: „ციალა ჯოჯუას ოჯახთან შეთანხმება ფაქტიურად, მიღწეულია“
16:50 / 05.12.2015
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
სხდომათა დარბაზში გამგეობის შენობის წინ მწოლიარე ციალა ჯოჯუას
საკითხის დარეგულირების გზებზე ისაუბრეს.
შეხვედრაში ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის,
სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები, ციალა ჯოჯუას
ადვოკატი და სამოქალაქო აქტივისტები მონაწილეობდნენ.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ „ათინათთან“ საუბარში
განაცხადა, რომ „78 წლის ქალბატონის პრობლემის მოგვარებაში
თვითმმართველობის ყველა რგოლი
ჩართულია".
"ორშაბათიდან მოხდება ციალა ჯოჯუას საცხოვრებელი ფართის მოწესრიგება
და რამდენიმე დღეში დასრულდება. მათ გაურემონტდებათ ორი ოთახი. ასევე
"ენეგოპროჯორჯიას" წარმომადგენლები მათ ჩაჭრილ ელექტროენერგიას
აღუდგენენ.“- აღნიშნა ქვარაიამ.
გამგეობასთან 78 წლის მოხუცი 38-ე დღეა შიმშილობს. ის და მისი
ქალიშვილი საცხოვრებელი ბინის დაბრუნებას ითხოვენ,რომელიც მათი
მტკიცებით თაღლითური გზით წაართვეს და გაყიდეს.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები