ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
გიორგი თოდუა და საკრებულოს ეკონომიკის,
ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის
თავმჯდომარე თენგიზ ქოჩუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის
ადმინისტრაციული შენობის წინ მწოლიარე აქციის მონაწილე ციალა ჯოჯუას
შეხვდნენ.
„შეთანხმება წერილობით მიღწეულია“-განუცხდა „ათინათს“ თოდუამ.
„ჩვენ ვთავაზობდით,იმ ორი ოთახის გარემონტებას,სადაც ადრე
ცხოვრობდა,თუმცა უარი მივიღეთ. ახლა კი ქალბატონი გადავა საცხოვრებლად
იმ პირობით,რომ ადგილობრივი მთავრობა იმ ორ ოთახს სასწარაფოდ
გაურემონტებს. ბუნებრივია,ამ ყველაფერს დრო დასჭირდება,რომელისთვისაც
თანხას ქალაქის მერია, დაახლოებით 5000 ლარს გამოყოფს.“- აცხადებს
გიორგი თოდუა.
პარალელურად საქმეზე ძიება საოლქო პროკურატურაში გრძელდება.
თავის მხრივ, 78 წლის ციალა ჯოჯუა სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე
არ შეწყვეტს პროტესტის ამ ფორმას. ის და მისი ქალიშვილი საცხოვრებელი
ბინის დაბრუნებას ითხოვენ,რომელიც მათი მტკიცებით თაღლითური გზით
წაართვეს და გაყიდეს.
მასალის გამოყენების პირობები