ზუგდიდის ნაწილს დღეს 12:30-დან 14:30 საათამდე ელექტროენერგიის
მიწოდება შეუწყდება.
სს “ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამოირთვება 35 კვ
ელექტროგადამცემი ხაზი „წალენჯიხა“ (ქვესადგურები: ზუგდიდი-4 და ზედა
ეწერი), რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ
ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრს 7314 აბონენტს ( 3883 აბონენტი ქალაქი
და 3431 აბონენტი სოფლები: ოდიში, ნაწულუკუ, რუხი-რიყე, კალინინი,
ზედა ეწერი და მისი მიმდებარე სოფლები).
ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება
სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.
მასალის გამოყენების პირობები