ზუგდიდში, ენგურ-ქაღალდ კომბინატში უეფას III კატეგორიის სტანდარტების
შესაბამისი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს.
სამშენებლო
სამუშაოებს შპს „დაგი“ ასრულებს.
ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები შესრულება სამ ეტაპად
განხორციელდება: პირველი ეტაპი 2015 წლის 10 დეკემბრამდე დასრულდება,
მეორე ეტაპის დასრულება 2016 წლის 10 დეკემბრამდე იგეგმება, ხოლო
მესამე ეტაპის – 2017 წლის 30 სექტემბრამდე. პროექტის
ღირებულება 9`747`000.00 ლარს შეადგენს.
ცენტრალური მოედანი 7 233 მაყურებელზეა გათვლილი, სათადარიგო კი 1 224
მაყურებელზე. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის
ფართობზე განთავსდება.
მასალის გამოყენების პირობები