"ზუგდიდის საკრებულო სუსტი საზედამხედველო ორგანოა" - კვლევის შედეგები (ვიდეო)
14:20 / 10.12.2015
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში “საერთაშორისო
გამჭვირვალობა-საქართველოს” ახალი კვლევის “ადგილობრივი
ანტიკორუფციული სისტემის შეფასება” პრეზენტაცია
გაიმართა.
როგორც პრეზენტაციაზე ორგანიზაციის რეგიონულმა კოორდინატორმა არჩილ
თოდუამ აღნიშნა, კვლევა სამი თვითმართველი ქალაქის - თბილისის,
ქუთაისისა და ზუგდიდის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების
საქმიანობის სხვადასხავა ასპექტს მოიცავს.
„კვლევის შედეგების საფუძველზე შეიძლება გამოვყოთ ზემოხსენებული სამი
ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითადი ძლიერი მხარეები:
ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკრებულოს ფუნქციების
მკაფიო გამიჯვნა საკანონმდებლო დონეზე, ადგილობრივი
ბიუროკრატიის უზრუნველყოფა ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და
ადამიანური რესურსებით, გადასახადების ადმინისტრირების სფეროში
მოქმედი გამჭვირვალე და მარტივი რეგულაციები, თუმცა პრობლემური
საკითხები ამ სფეროშიც არსებობს.
კვლევამ გამოავლინა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაკლოვანებაც: სამივე
მუნიციპალიტეტში საკრებულო საკმაოდ სუსტი საზედამხედველო ორგანოა და
მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი მათი დამოუკიდებლობის გაზრდის
მიზნით. ადგილობრივი ბიუროკრატიის მართვის და დამოუკიდებლობის
მხრივ არსებულმა მდგომარეობამ სამივე მუნიციპალიტეტში ყველაზე დაბალი
შეფასება დაიმსახურა, რადგან საჯარო მოსამსახურეების დამოუკიდებლობა
პოლიტიკური პროცესებისგან უზრუნველყოფილი არ არის. ადგილობრივი
ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული
გათანაბრებითი ტრანსფერი შეადგენს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის
ფინანსურ დამოუკიდებლობას ამცირებს. ადგილობრივი ხელისუფლებისა და
მოქალაქეების ურთიერთქმედების მექანიზმები სუსტია. ადგილობრივი
ხელისუფლება სამივე მუნიციპალიტეტში უმოქმედოა საზოგადოებაში
ანტიკორუფციული ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. უმეტესწილად
არაეფექტიანია სამოქალაქო სექტორიდან წამოსული სოციალური
ანგარიშვალდებულების ინიციატივებიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც
საქმე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ თუ ურბანულ საკითხს
ეხება“, - ნათქვამია კვლევაში.
ამასთან, ორგანიზაციამ სამივე უწყებისთვის შესაბამისი რეკომენდაციებიც
შეიმუშავა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები