აფხაზეთში ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია იწყება
2016 წლიდან 2018 წლამდე აფხაზეთში, 2500 "აფხაზური კულტურული
მემკვიდრეობის ისტორიულ-კულტურული ობიექტის ინვენტარიზაცია" იგეგმება.
აფხაზური მედიის ცნობით, ამ პროგრამის რეალიზაციაზე 16 მილიონი რუბლია
გათვალისწინებული.
დე ფაქტო აფხაზეთის კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის მინისტრმა
ელვირა არსალიამ განაცხადა,რომ აღნიშნული პროგრამის პრეზენტაცია
აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე წარადგინა, რომელსაც
მთავრობის წევრებმა მხარი დაუჭირეს.
არსალიას განმარტებით, ამ პროგრამის რეალიზების შემთხვევაში
დოკუმენტალური ფონდების ელექტრონული არქივი შეიქმნება, რომელიც ასევე
მოიცავს ერთიან მონაცემებს არქეოლოგიის ძეგლების, ისტორიული
ქალაქებისა და აფხაზეთის არქიტექტურის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები