არის თუ არა დაცული საკუთრების უფლება რეგიონში - შეხვედრა საია-ში
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციმ ზუგდიდის ოფისში შეხვედრა
გამართა, რომელზეც საუბარი სამეგრელო- ზემო სვანეთში საკუთრების
უფლებას და მის დაცვას შეეხო.
საიას ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლის ნინო ხუხუას განმარტებით, მათ
ანაკლიისა და ხაიშის მაცხოვრებლები უკავშრდებიან, რომლებიც ამბობენ,
რომ მათი მიწის ნაკვეთები რეგისტრირებულია სახელმწიფო
საკუთრებაში.
„საჯარო რეესტრი ვალდებულია, საფუძვლიანი ადმინისტრაციული წარმოება
ჩაატაროს, არის თუ არა კანონიერად სახელმწიფოს სახელზე
დარეგისტრირებული ის მიწის ნაკვეთები, რომლებსაც წლების მანძილზე
ფლობდნენ კერძო პირები“, - აცხადებს ხუხუა.
შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვასა და დევნილთათვის საცხოვრებელი
ფართების დროულად გადაცემზეც ისაუბრეს .
მასალის გამოყენების პირობები